პროექტის სახელი: ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია"
/აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ტრადიცია–ადათები; თანაცხოვრება ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან;/
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან აჭარაში მე–19 საუკუნეში რუსი დამპყრობლების მიერ დევნილი ,,მუჰაჯირი" აფხაზების და მათ შთამომავალთა ტრადიციებს, კულტურას , ლიტერატურას, აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთობის ისტორიას.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებლების მითითებით ბიბლიოთეკებში და ინტერნეტ საიტებში მოიძიებენ ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებს აფხაძეთისა და აფხაზების შესახებ; მეორე ეტაპი დაეთმობა აფხაზ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტებს, მათი ცხოვრების ჭესის, საყოფაცხოვრებო რიტუალების გაცნობას, ეთნიკურ–რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრებას ფოლკლორული მასალების მოძიებას ინტერვიუებს რესპოდენტებთან; მესამე ეტაპი შესრულებული სამუშაოს თავმორასა და პრეძენტაციის მომზადებას დაეთმობა;
დაბოლოს, პროექტის შედეგები წარედგინება საზოგადოებას ბათუმის აფხაზთა სათვისტომოსთან მოწვეულ შეხვედრაზე.
პროექტში მონაწილეთა მონაცემები:
მაიკო ოსეფაიშვილი, ირინე ქერქაძე _ მე–10 კლასი;
მაიკო ფოცხიშვილი, თეონა ქურიძე _ მე–11 კლასი;
ხანგრძლივობა: ორი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერვიუები, ფოლკლორული მასალების შეგროვება და ჩაწერა, ფოტოკოლაჟის მომზადება, ვიდეოგადაღება და მონტაჟი, წერილობითი ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება.
პროექტის სარგებლიანობა: პროექტი განხორციელების შემთხვევაში უდავოდ დიდ მნიშვნელობას შეიძენს: დაგვეხმარება უკეთ გავეცნოთ ერთმანეთს _ ეთნოსის შინაგანი სამყარო ხომ ყველაზე მეტად ტრადიცია–ადათებში, ხალხურ შემოქმედებაში ვლინდება,აქ ჩანს მისი გასაჭირი თუ სალხენი, აქ უნდა ჩავუკვირდეთ, რომ ჭირის და ლხინის მოზიარე გავუხდეთ. ჩვენი პროექტი ყველა კეთილი ნების ადამიანისთვისაა გათვალისწინებული, ვისაც აწუხებს, გულთან ახლოს მიაქვს სამართლიანი თანაცხოვრების საკითხი.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან კავშირი: ქართულუენა და ლიტერატურა; ისტორია; ი.ს.ტ.
პროექტის ფასილიტატორები: დავით ჩხაიძე, დალი თავართქილაძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: davidckhaidze@gmail.com
ვებ. გვერდი: davit-67.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა: შემოდგომა
Комментариев нет:
Отправить комментарий